სტატისტიკები და ტენდენციები სოციალურ მედიაზე

თარიღი November 22, 2016
კატეგორია: საინტერესო სტატიები | 83 კომენტარი

თითქმის ყველა თანხმდება იმაზე, რომ სოციალური მედია საუკეთესო პლატფორმა  ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად, რომელიც ერთ–ერთ მთავარ როლს თამაშობს კომპანიის მარკეტინგულ აქტივობებში.  სოციალური მედია საშუალებების დახმარებით მომხმარებელი მუდამ ჩართულია მისთვის საინტერესო პროცესებში.

თქვენი სოციალური მედიის აქტივობები რომ იყოს ეფექტური, გთავაზობთ სოციალური მედიის უახლოეს სტატისტიკებს:

  • ონლაინ მომხმარებლის 95%კომპანიაში არსებულ სიახლეებს სოციალური მედიის საშუალებით ეცნობა, მათი ასაკი 18–დან 34–ე წლამდეა
  • ვიზუალური კონტენტი 40-ჯერ ეფექტურია სოციალურ საიტებზე ვიდრე სხვა სახის კონტენტი – სოციალურ მედიას რომელიც მდიდარია ფოტო/ვიდეო მასალით გაცილებით მეტი მომხარებელი ჰყავს
  • მარკეტერების 60% ვიდეო მარკეტინგს must have–ად თვლის
  • Live ვიდეო ჰიტია! მარკეტერების 50% Facebook-ის მეშვეობით იყენებს live video სერვისს
  • Facebook და YouTube სოციალურ მედიაში ტოპ პოზიციებს არ თმობენ
  • მარკეტერების 86% რეგულარულად იყენებენ Facebook ad-ს , როდესაც Tweeter Ad მომხარებელi მხოლოდ 18% შეადგენს

 

 

Facebook

  • კვლევების თანახმად, პროდუქტის შეძენის გადაწყვეტლებაზე  მომხარებლის 52%–ზე  გავლენა Facebook-მა მოახდინა
  • სოციალური მედიის წარმოებმა უმნიშვნელოვანესია ყველა ბიზნესისათვის
  • 40 მილიონი აქტიური მცირე ზომის ბიზნესია facebook-ზე, მათგან 2 მილიონი იყენებს facebook რეკლამას. შესაბამისად, ყველა მცირე ზომის ბიზნესისთვის აუცლებელია გაითვალისწინოს ფეისბუქის რეკლამა
  • ბოლო მონაცემებით, ვიდეოს ატვირთვა ხდება პირდაპირ Facebook გვერდზე , 2016 წლის თებერავლში Facebook –ზე ატვირთული იყო 4.4 მილიონი ვიდეო და რომელთაც 199 მილიარდი ნახვა ქონდათ
  •  Facebook პოსტის განსათავსებლად საუკეთესო დროდ ითვლება ოთხშაბათი, შუადღის 3 საათი. ასევე მისაღები საათებია შუადღის 1–დან 4საათამდე. Facebook იძლევა auto schedule პოსტის გაკეთების საშუალებას
  • ყოველდღიურად Facebook-ს ემატება 500, 000 მომხარებელი, ხოლო ყოველ წამს 6 ახალი პროფილი
  • 81 მილიონი “fake” პროფილია Facebook-ზე დაფიქსირებული

 

Twitter

  • 3 მილიარდი პროფილიდან აქტიური მხოლოდ 320 მილიონია
  • საშუალოდ, თვითერის მომხარებელს 208 follower ჰყავს
  • 500 მილიონი თვითი იდება ყოველდღიურად, 6, 000 თვითი ყოველ წამს
  • მხოლოდ 8% იყენებს თვითერს როგორც მარკეტინგის პლატფორმას ამერიკის შეერთებბული შტატებში
  • გამოკითხვის თანახმად 77% ადამიანს აქვს დადებითი განწყობა იმ კომპანიის მიმართ რომელსაც აქვს აქტიური თვითერის პროფილი
  • სტატუსს რომელსაც თან ერთვის ბმული უფრო მეტად იქცევს ყურადღებას (92%) ვიდრე ბმულის გარეშე. კონტენტის ნახვის შანსი გაცილებით დიდია ბმულის დართვის შემთხვევაში
  • სტატუსის შინაარსი გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე თან დართული „ჰეშთეგები“ და „სმაილები“

 

Instagram

  • ყოველდღიურად ინსტაგრამს 400 მილიონი აქტიური მომხარებელი ჰყავს
  • ყოველდღიურად ინსტაგრამს 80 მილიონი ფოტო ემატება
  • ბოლო მონაცემებით ინსტაგრამი ყველაზე კარგი პლატფორმაა მარკეტერებისთვის
  • ინსტაგრამის მომხარებლების დიდი ნაწილი (90%) 35 წელს ქვევითაა
  • ინსტაგრამზე ატვირთულ ფოტო რომელიც დალინკულია სხვა აქაუნთზე 79%–ით მეტი ნახვა აქვს

 

YouTube

  • ყოველდღიურად იუთუმბზე ატვირტულ ვიდეოებს 8 მილიარდი ნახვა აქვთ 500 მილიონი მომხარებლისგან
  • იუთუბზე შესაძლებელია ვიდეოების 76 ენაზე ყურება
  • ვიდეო მარკეტინგის ზრდსთან ერთად იუთუბი ერთ–ერთი აუცილებელი პლატფორმაა ყველა ბიზნესისათვის
  • იუთუბის მომხარებლის დიდი ნაწილი ვიდეოს მობილური ტეელფონის მეშვეობით უყურებს და ვიდეოს ხანგრძლივობა 40 წუთს არ აღემატება
  • ყოველ წუთს იუთუბს 300 საათის ვიდეო ემატება
  • ყოველთვიურად იუთუბზე 3.25 მილიარდი საათის ვიდეოს ნახვა ხდება
  • საშუალოდ იუთუბზე 1, 000. 000. 000 ვიდეოს უყურებენ ყოველდღიურად
  • ამერიკაში ოპერირებული მცირე კომპანიების მხოლოდ 9% იყენებს იუთუბს როგორც მარკეტინგის პლატფორმას

 

წყარო:
https://www.socialmediaexaminer.com/wp-content/uploads/2016/05/SocialMediaMarketingIndustryReport2016.pdf

social-media-icon-signs-ss-1920-800x450

რა უნარებს უნდა ფლობდეს ნებისმიერი კარგი ლიდერი?!

თარიღი November 15, 2016
კატეგორია: საინტერესო სტატიები | 5 კომენტარი

 

2

 

მიუხედავად იმისა, საქმე რიგით მენეჯერს ეხება თუ საპასუხისმგებლო პროექტის ხელმძღვანელს, არსებობს უნარ-ჩვევები, რომელიც თანაბრად მოეთხოვება თითოეულ მათგანს კოლეგებთან სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და დასახული მიზნების მარტივად მისაღწევად.

გთავაზობთ უნარების სიას, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ დამსაქმებლები კადრების მმართველობით პოზიციაზე აყვანისას:

  1. კომუნიკაციის უნარი – ნებისმიერ ლიდერს უნდა შეეძლოს თითოეული კოლეგისთვის გასაგებ ენაზე საუბარი და განმარტებების მიცემა როგორც ორგანიზაციის ფუნდამენტური მიზნების, ასევე მარტივი დავალებების შესახებ. ამასთან, პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს ცალკეულ ინდივიდებთან და საერთო შეკრებებისას თანაბარი წარმატებით კომუნიკაცია არა მხოლოდ ზეპირი კომუნიკაციის, არამედ ყველა შესაძლო არხის (მობილური, მეილი, სოციალური მედია და ა.შ.) დახმარებით. კომუნიკაციის ცოდნის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია მოსმენის უნარიც. კარგი მენეჯერი თავად განსაზღვრავს სწორი კომუნიკაციისთვის საჭირო ფორმასა და სიხშირეს, თუმცა მთავარია მუდმივად ხელმისაწვდომი იყვნენ კოლეგებისთვის.
  2. მოტივირების უნარი – კადრების მოტივაციის ამაღლება მათ მიერ დამატებითი დავალებების შესრულების ტოლფასია. მართალია, შესაფერისი ანაზღაურება მნიშვნელოვანი მოტივატორია, თუმცა არა საკმარისი. საკმაოდ მიღებული და გამართლებული მეთოდია ჯილდოები და დავალების წარმატებით შესრულების ხაზგასმა. დადებითად მოქმედებს მათ თვითშეფასებაზე დამატებითი პასუხისმგებლობის დაკისრებაც. კარგი ლიდერებისგან სწორედ შესაფერისი მოტივატორების პოვნას ელიან.
  3. დელეგირების უნარი – ბევრი კურდღლის მადევარი მენეჯერები ხშირად ხელცარიელი რჩებიან. მცდარი მოსაზრებაა, რომ დავალებების სხვისთვის გაზიარება სისუსტის ნიშანია. სინამდვილეში, მხოლოდ ძლიერ ხელმძღვანელებს ძალუძთ ადამიანების სწორად შერჩევა და მათზე პასუხისმგებლობის გადანაწილება, რადგან საჭიროა თითოეული დაქვემდებარებულის ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნა და შესაბამისი დავალების გაცემა. შედეგად ლიდერებს მეტი დრო რჩებათ ყურადღება გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებს დაუთმონ.
  4. პოზიტიური აზროვნება – ძლიერ ლიდერს უნდა შეეძლოს შეცდომების აღიარება სხვისთვის გადაბრალების გარეშე და საჭირო დროს საკუთარ თავზე ხუმრობაც, რაც ჯანსაღი და სასიამოვნო სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ყველაზე დატვირთულ და სტრესულ სიტუაციაშიც კი. გუნდის წევრების შვებულების გეგმებით დაინტერესებაც კი დადებითად აისახება მათ განწყობაზე და დავალებების ხარისხიანად შესრულების სტიმულს ზრდის.
  5. სანდოობა – კადრებს არ უნდა ეშინოდეთ ლიდერთან პრობლემებზე საუბრის და კითხვების დასმის. მნიშვნელოვანია ლიდერისადმი ნდობის არსებობა, რადგან შიში ყოველთვის არ შეიქმს სიყვარულს. გულწრფელობა და მათთან საუბრისთვის მზაობა ბადებს მხოლოდ გულწრფელ პატივისცემას.
  6. შემოქმედებითი ნიჭი – ყველა კარგი ლიდერისთვის სიახლეს არ წარმოადგენს პრობლემური საკითხებისთვის გამოსავლის მოძიება, რომლის წარმატებით გადაწყვეტა მათ ლოგიკასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული და ხშირად ჩარჩოებს მიღმა აზროვნებას მოითხოვს. ამიტომ აქცევენ დამსაქმებლები განსაკუთრებულ ყურადღებას კადრის უნარს, გადაჭრას პრობლემები არასტანდარტული მეთოდებით, რომელიც არაერთ შემთხვევაში შეიძლება მეტად ეფექტიანი აღმოჩნდეს.
  7. პასუხისმგებლობის თავზე აღება – ლიდერი თანაბრად აგებს პასუხს როგორც გუნდის წარმატებებზე, ასევე დაშვებულ შეცდომებზე. ამიტომ ყველა მათგანი მზად უნდა იყოს სხვისთვის გადაბრალების გარეშე მოაგვაროს პრობლემები, თუ არ სურთ კოლეგების პატივისცემის დაკარგვა.
  8. დაპირებების შესრულების უნარი – ყველა ადამიანს გარკვეული წარმოდგენა აქვს საკუთარ შესაძლებლობებზე, ამიტომ ამა თუ იმ პასუხისმგებლობის თავზე აღებისას, ზეგანაკვეთური მუშაობისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რაც სამაგალითო ქცევაა დაქვემდებარებულთათვისაც. იგივე დამოკიდებულება მოქმედებს კადრების წინაშე არსებული ვალდებულებებისას. (მაგ. გარკვეული ღონისძიების მოწყობის პირობა), ლიდერი, რომელსაც პირობის შესრულება არ შეუძლია, იგივეს არ უნდა ელოდოს კოლეგებისგან.
  9. მოხერხებულობა – გეგმიდან გადახვევის საჭიროება ნებისმიერი ბიზნესის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ყველა ლიდერს უნდა შეეძლოს ტკივილის გარეშე ცვლილებების მიღება და მათზე სათანადოდ რეაგირება. ამასთან, მათგან ელიან რეკომენდაციების და ნებისმიერი უკუკავშირის მშვიდად მოსმენასაც.

1

 

 

 

 

წყარო

დროის მართვის ხელოვნება

თარიღი November 11, 2016
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on დროის მართვის ხელოვნება

“დრო არის ის, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა, მაგრამ ყველაზე ცუდათ ვიყენებთ მას”. – უილიამ პენი

დღევანდელ დღეს ცხოვრების სტილი და რიტმი არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. ჩვენი ყოველდღიური ემოციური სტრესი და დისკომფორტი სწორედ დროის უკმარისობიდან გამომდინარეობს.  რა გვიშლის ხელს იმისათვის, რომ სწორად ვმართოთ დრო და შევასრულოთ დაკისრებული მოვალეობა დროში შეუზღუდავად?! ფაქტია, რომ ადამიანებს ყელაზე მეტად დროის (ანუ ჩვენი ყველაზე ღირებული რესურსის) სწორი განაწილება უჭირთ.

რას გულისხმობს დროის მართვა?

პირველ რიგში დროის მართვა მის  ხარისიხიანად გამოყენებას ნიშნავს.

„დროის მართვა გულისხმობს ორგანიზების პროცესს თუ როგორ გადავანაწილოთ ჩვენი სამუშაო დღე სწორად. დროის მართვის კარგი უნარი გვაძლევს საშუალებას ვიმუშავოთ უფრო გონივრულად,  შევძლოთ მეტი სამუშაოს შესრულება ნაკლებ დროში, მაშინაც კი როდესაც დროში ვართ შეზღუდულები. მეცნიერებისთვის დროის არაეფექტურ მართვას ხშირად სტრესთან და არაპროდუქტიულობასთან ასოცირდება.”

რატომ ხდება, რომ ზოგი უკეთ ანაწილებს დღე–ღამეში ყველასთვის მოცემულ 24 საათს და ზოგი ნაკლებად იყენებს მოცემულ დროს პროდუქტიულად?

გაგაცნობთ რამდენიმე რჩევას იმისათვის რომ გავზარდოთ ჩვენი პროდუქტიულობა დროის სწორი განაწილების ხარჯზე.

დროის ეფექტური მართვით მიღებული სარგებელი უსაზღვროა:

  • ეფექტურობა და პროდუქტიულობა
  • უკეთესი პროფესიული რეპუტაცია
  • ნაკლები სტრესი
  • მეტი შანსი როგორც ცხოვრებისეული, ისე კარიერული მიზნებისთვის და დაწინაურებისთვის

დროის მართვის ტექნიკის შესწავლა გაძლევთ მეტ სარგებელს.

იმისათვს, რომ დრო მართოდ სწორად საჭიროა:

  • ზუსტად განსაზღვრეთ ცხოვრებისეული მიზნები.
  • იმისათვის რომ არ დაკარგოთ დროის შეგრძნება სასურველია ყოველი დღე დაიწყოთ სიის შედგენით (to-do-list) და გააკეთოთ ჩამონათვალი პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
  • „Pareto principle” – თქვენი წარმატების 80% თქვენივე ქმედების 20%–დან გამომდინარეობს. ამიტომ, სწორად განსაზღვრეთ საჭირო 20%. მიანიჭეთ პრიორიტეტი ყველა დავალებას და მიჰყევით თანამიმდევრობას. დღე დაიწყეთ იმ მნიშვნელოვანი დავალების შესრულებით, რომელიც ყველაზე მეტი სარგებელის მომტანია.
  • დრო ფუჭად მიაქვს ისეთ საქმიანობებს როგორიცაა, სოციალურ ქსელზე ყოფნა და სატელევიზიო შოუების ყურება. ასევე, შეეგუეთ იმ ფაქტსაც, რომ არაა საჭირო დღის განმავლობაში ყველა სატეელფონო ზარს და იმეილს გაეცეს პასუხი.
  • გახსოვდეთ რომ წარმატების მიღწევაში მხოლოდ დროის სწორი მართვა არ დაგეხმარებათ. შეინარჩუნეთ წონასწორობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ემოციური სტაბილურობა.

 

ისწავლეთ დროის ეფექტური მართვა და გახდით უფრო თავდაჯერებული. დროის სწორი განაწილება გაგხდით მეტად წარმატებულს როგორც კარიერულ, ისე პირად ცხვრებაში.

გაითვალისწინეთ:

„მიზანი გეგმის გარეშე მხოლოდ ოცნებაა“ – ანტუან დე სენტ–ეგზიუპერი

 

წყარო: https://www.mindtools.com/pages/article/newHTE_00.htm

businessman looking to drawing business time concept on wall

კომპანიის სახელის შერჩევისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები

თარიღი November 3, 2016
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on კომპანიის სახელის შერჩევისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები

შეიძლება ითქვას, ახალი ბიზნესისთვის შესაფერისი სახელის შერჩევა სახლისთვის სახურავის დადგმას ჰგავს, რომელიც აერთიანებს და იცავს მას. საკმარისია მხოლოდ მცირე დაზიანებაც კი, რომ მთელი კონსტრუქცია საფრთხის წინაშე დგება. სწორედ ამიტომ, მართალი ბრძანდებით თუ ფიქრობთ, რომ სახელი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ბიზნესის წარმატებას, საწყის ეტაპზე მაინც.

გთავაზობთ ამ დროს ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს.

  • მრავალი ადამიანის ჩართვა სახელის მოფიქრების პროცესში – გასაგებია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრება არაერთი ადამიანის, განსაკუთრებით მეგობრების, ოჯახის წევრების, კლიენტების და კადრების მოსაზრების გათვალისწინებას გვავალდებულებს, თუმცა მათ პროცესის დიდ გაუგებრობად გადაქცევა შეუძლიათ. ამას ემატება ისიც, რომ საბოლოოდ არჩევანი ერთ ვარიანტზე კეთდება, რაც ბევრი მათგანის განაწყენებას იწვევს.

უმჯობესია, მსჯელობაში ჩართული იყოს შეძლებისდაგვარად მცირე, თუმცა რეალურად ღირებული ადამიანთა ჯგუფი. ისინი, ვისაც რეალურად შესტკივათ გული კომპანიის ბედ-იღბალზე და ყოველგვარი ეგოს კარნახის გარეშე შეუძლიათ რეკომენდაციის გაცემა. სასურველია ასევე გვერდით განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანის ყოლაც ჯანსაღი კრიტიკის მოსასმენად.

  • ზედსართავ სახელთან კომბინაცია და უშინაარსო ან ზედმეტად გაცვეთილი სიტყვები/ფრაზები – ხშირად სიტყვების გაერთიანება ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილებაა, რადგან მომხმარებლებს უყვართ ბრენდებთან დაკავშირებული ისტორიების მოსმენა, თუმცა მას ლაკონურობა და ადვილად აღქმადობა არ უნდა შეეწიროს მსხვერპლად. თავისთავად ცხადია, დამოუკიდებლად შოკოლადი და საწებელი შესანიშნავი და ბევრისთვის სასურველი პროდუქტებია, თუმცა მათი კომბინაცია წარმოუდგენელია. იგივე ეხება სახელებსაც. ნაკლებად სასიამოვნოდ მოსასმენი ბრენდი ღირებულებას ჰკარგავს მომხმარებლის თვალში. ასევე არაა სასურველი ზედმეტად გაცვეთილი სიტყვების ან ფრაზების გამოყენებაც, რადგან თანამედროვე, კონკურენტული გარემო თითოეული ბიზნესისგან გამორჩეულობას მოითხოვს. ამ დროს საუკეთესო გადაწყვეტილებაა მარტივი სახელები, რომელთა შინაარსის გაგება ინტუიციის დონეზეცაა შესაძლებელი.
  • სახელის ადგილის მიხედვით განსაზღვრა – ალბათ ხშირად შეხვედრილხართ კომპანიას, რომლის სახელიც მხოლოდ გარკვეულ გეოგრაფიულ არეალს ფარავს, სინამდვილეში კი მომსახურება გაცილებით დიდ მასშტაბზე ვრცელდება. ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, ექსპერტები გვირჩევენ, თავი ავარიდოთ ფაქტობრივი მისამართების, ქალაქის, ქუჩის, რეგიონის დასახელებას სახელში. შესაძლოა საქმიანობის დაწყებისას ეს მართლაც გონივრული გადაწყვეტილებაა, თუმცა პრობლემები თავს იჩენს კომპანიის ზრდის და განვითარების პარალელურად.
  • კლიშედ ქცეული სახელების გამოყენება – კომპანიები ხშირად, ნებით თუ უნებლიედ, ბაზარზე დამკვიდრებული და წარმატებული ბრენდების სახელს იშველიებენ, რაც საფუძველშივე საკმაოდ ნეგატიურად აღიქმება საზოგადოების მხრიდან. მომხმარებლებისთვის პრობლემას წარმოადგენს რთულად გამოსათქმელი თანხმოვნებისგან შემდგარი სახელებიც, ამიტომ უმჯობესია მაგ. „კა“ ->„ქა“-თი, „პა“ კი „ფა“-თი ჩანაცვლდეს.

რა თქმა უნდა, რთული სახელი არ გამორიცხავს ბრენდის წარმატებას და პირიქით. მაგალითისთვის Xerox ან Kodak-იც კმარა, თუმცა თითქმის ყველა შემთხვევაში ისინი ბაზრის ნოვატორებს წარმოადგენდნენ ან საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი დახარჯეს ბრენდის პოპულარიზაციისთვის.

  • სახელის გადარქმევაზე უარი – არაერთი მეწარმე დარწუნებულია კომპანიის სახელთან დაკავშირებული პრობლემის არსებობაში, თუმცა საკითხის თავისთავად მოგვარებას ელიან ან არ სურთ ამის გაკეთება. გადაწყვეტილების თამამად მისაღებად, ალბათ, შემდეგი ბრენდების დასახელებაც კმარა, რომელთაც სხვადასხვა დროს სწორი არჩევანი გააკეთეს, დღეს კი მთელი მსოფლიო საუბრობს მათზე:
  1. Quantum Computer Services » AOL
  2. BackRub » Google
  3. Sound of Music » Best Buy
  4. Apple Computers » Apple, Inc.
  5. Research in Motion » Blackberry
  6. Brad’s Drink » Pepsi-Cola
  7. 7. Tokyo Tsushin Kogyo » Sony
  8. Starbucks Coffee, Tea and Spice, Il Giornale Coffee Company » Starbucks
  9. Blue Ribbon Sports » Nike
  10. DrivUrSelf » Hertz Rent-A-Car
  11. AuctionWeb » eBay
  12. Computing Tabulating Recording Corporation » IBM
  13. Marafuku Company, Nintendo Playing Card Company » Nintendo
  14. Pete’s Super Submarines » SUBWAY
  15. Wards Company» Circuit City
  16. Stag Party » Playboy
  17. Firebird » Firefox
  18. Confinity » PayPal
  19. Jerry’s Guide to the World Wide Web » Yahoo

1

რა ეტაპების გავლაა საჭირო საკუთარი ბიზნესის დასაწყებად?!

თარიღი October 28, 2016
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რა ეტაპების გავლაა საჭირო საკუთარი ბიზნესის დასაწყებად?!

დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება მოიძებნოს ადამიანი, რომლის გონებაშიც მწიფდება საკუთარი ბიზნესის წამოწყების იდეა. ეს მოგზაურობა ალბათ ურთულესია ყველა დანარჩენს შორის, რომელიც ხშირად კრახით სრულდება, თუმცა ბოლო წუთამდე ბრძოლით მიღწეული შედეგები, ნამდვილად ღირს გათენებულ ღამეებად.

გთავაზობთ იმ აუცილებელ ეტაპებს, რომლის გავლაც უხდება თითოეულ მეწარმეს საკუთარი ბიზნესის წამოწყებისას:

 

იდეების გენერირება და გაფილტვრაყოველი ბიზნესის საფუძველს მარტივი იდეა წარმოადგენს, რომელიც მეწარმეს სხვებისგან მეტი კვალიფიკაციით ან თავისუფალი ნიშის ათვისების პოტენციალით გამოარჩევს. მრავალი იდეიდან საუკეთესოს ამორჩევის შემდეგ, საჭიროა ლიდერი ბრენდების უპირატესობის და ზოგადად, ბაზრის მახასიათებლების გაანალიზება, რაც პროდუქციის ან მომსახურების შედარებით ნაკლები დანახარჯებითა და მცირე ვადებში შესრულების გეგმების ჩამოყალიბებას ამარტივებს.

ბიზნესის წამოწყების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა ფრენჩაიზი, რომელიც უკვე არსებული, წარმატებული კომპანიების მეთოდებისა და მოდელის გადმოღებას და დანერგვას გულისხმობს. ამ დროს წარმატების უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტორებია სწორად შერჩეული მდებარეობა და გაწერილი ფინანსები.

 

ბიზნეს გეგმის შემუშავება და ფინანსების განსაზღვრაიდეის ჩამოყალიბების შემდეგ დგება ბიზნეს გეგმა, რომელიც უმთავრეს კითხვებს სცემს პასუხს: რა მიზანს ემსახურება ბიზნესი? ვინ წარმოადგენს სამიზნე სეგმენტს? რა არის პროგრამა მაქსიმუმი? როგორ დაიფარება ხარჯები? საკმარისია თუ არა არსებული რესურსები და ა.შ. მართალია, ხარჯების დაფინანსების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა საბანკო სესხით სარგებლობაა, თუმცა სტარტაპებისთვის მისი დაფარვა სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს. ამის გათვალისწინებით, უპრიანია, საწყისი კაპიტალის მობილიზება, რომელიც მოგების მიღებამდე ეხმარება მეწარმეს თავის გატანაში.

 

ბიზნესის სამართლებრივი ფორმის განსაზღვრა და ოფიციალურად რეგისტრაციაიმისათვის, რომ ნაკლები საფრთხე დაემუქროს მეწარმის საკუთრებას, საჭიროა, დეტალურად გაანალიზდეს თითოეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის დადებითი და უარყოფითი მხარეები. (დეტალური ინფორმაცია მათი მსგავსება-განსხვავებების და მოთხოვნების შესახებ იხილეთ https://napr.gov.ge/p/352). ბიზნესის ოფიციალურად დარეგისტრირება სრულდება შესაბამის ორგანოებში საწარმოს სახელწოდების, საქმიანობის სფეროს, სტრუქტურის და ა.შ. დეტალების დაფიქსირებით. რიგ შემთხვევებში სავალდებულოა საქმიანობის განხორციელების ლიცენზიის მოპოვებაც.

 

კომპანიის აღჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებითთანამედროვე მსოფლიოში თითქმის წარმოუდგენელია საწარმოების ფუნქციონირება უახლესი ტექნოლოგიების გარეშე, თუმცა მათი მრავალფეროვნების მიუხედავად, ბიზნესის წარმატებისთვის უმთავრეს მოთხოვნად კვლავ კომპიუტერი და სმარტფონი რჩება.

 

დაზღვევაშესაფერისი (და არა ყველა შესაძლო) სადაზღვევო პოლისის შეძენა წარმოადგენს შემდეგ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც გაცილებით რთულად მისაღებია კადრების დაქირავების შემთხვევაში. ამ დროს საჭიროა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ დაქვემდებარებულთა ინტერესების გათვალისწინებაც.

 

პარტნიორების და გუნდის შერჩევააღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ დგება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი – მოკავშირეების და კადრების შერჩევა. გარდა იმისა, რომ კომფორტული სამუშაო გარემო მნიშვნელოვნად ზემოქმედებს პროდუქტიულობის დონის ამაღლებაზე, თანამშრომლებზეა დამოკიდებული მომსახურების მაღალი ხარისხიც. ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ, არანაკლები დრო დაეთმოს კადრების შერჩევას, მათ შორის როლების სათანადოდ გადანაწილებას და უკუკავშირის დამყარებას.

 

რეკლამათანამედროვე მსოფლიოში, მზარდი კონკურენციის ფონზე, სულ უფრო რთულდება პოზიციების შენარჩუნება რეკლამის გარეშე. ასევე ცუდ ტონად აღიქმება სოციალური გვერდების უქონლობა, რადგან პოტენციური მომხმარებლების უდიდესი ნაწილი სწორედ მათი დახმარებით ეცნობა ბაზარზე არსებულ სიახლეებს.

 

ბიზნესის განვითარების გეგმის შემუშავებაწარმოდგენილი ეტაპების გავლა და გაყიდვების პირველი შემთხვევა დიდი მოგზაურობის მხოლოდ დასაწყისია. მოგების მარჟის სათანადო დონეზე შესანარჩუნებლად საჭიროა ბიზნესის დახვეწა-განვითარებაზე მუდმივი ფიქრი. მართალია, ეს ხშირად 24 საათიან ჩართულობას მოითხოვს, თუმცა შედეგიც არ აყოვნებს.

 

1

 

იმეილ მარკეტინგის უპირატესობები

თარიღი October 21, 2016
კატეგორია: საინტერესო სტატიები | 3 კომენტარი

გაინტერესებთ თუ რატომ ითვლება იმეილ მარკეტინგი ბიზნეს კომუნიკაციის ერთ–ერთ ყველაზე ეფექტურ ფორმად და როგორ იყენებენ  ამ სარეკლამო ტაქტიკას ბიზნესის წარმატების პროცესის დასაჩქარებლად? გაგაცნობთ რამდენიმე უპირატესობას რატომ უნდა დაუთმოთ მეტი დრო ამ სარეკლამო საშუალებას.

იმეილ მარკეტინგი პირდაპირი მარკეტინგის ერთ–ერთი ფორმაა. ელექტრონული მეილის საშუალებით თქვენ აცნობთ ამჟამინდელ თუ პოტენციურ აუდიტორიას თქვენ პროდუქტს, სერვისს, სიახლეებსა და შეთავაზებებს. თანამედროვე სამყაროში, იმეილ მარკეტინგი მომხმარებლის სწრაფი ინფორმირების, შენარჩუნების და მოზიდვის საუკეთესო საშუალებაა.

იმეილ მარკეტინგის ერთ–ერთი მთავარი უპირატესობა მისი მარტივი გამოყენებაა. ელექტრონულ ფოსტაზე წვდომა შესაძლებელია როგორც კომპიუტერით, ასევე მობილური ტელეფონისა და პლანშეტური კომპიუტერის საშუალებით. კვლევების თანახმად, ელექტრონული ფოსტის 58% მობილური ტელეფონის მეშვეობით იხსნება. შესაბამისად, იმეილ მარკეტინგი გაცილებით მოსახერხებელია თანამედროვე, დინამიურ სამყაროშო. იმელ მარკეტინგის გამოყენებისთვის არ არის საჭირო სპეციალური პროგრამის ან დამატებითი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შეძენა რაც მინიმალურ ხარჯს გულისხმობს.

ასევე, იმეილ მარკეტინგი ერთ ერთი საუკეთესო საშუალებაა მომხარებლების მოსაზიდად და მათთან ლოიალური ურთიერთობების გასამყარებლად. კვლევების თანახმად, Facebook-თან და tweeter-თან შედარებით  ელ.ფოსტით გაგზავნილი მესიჯი 40–ჯერ უფრო ეფექტურია.

ადრესატების სიები შეიძლება დაყოფილი იყოს სხვადასხვა კატეგორიებად ქვეყნების, ასაკის ან სხვა მნიშვნელეობის მიხედვით. ამრიგად, სამიზნე აუდიტორიის წინასწარი განსაზღვრა იმეილ მარკეტინგის მეშვეობით მარტივად შესაძლებელია.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ იმეილ მარკეტინგი ადვილად კონტროლირებადია.  შესაძლებელია გაგება თუ რამდენმა ადამიანმა მიიღო თქვენგან გაგზავნილი შეტყობინება, რამდენმა გახსნა, გადავიდა ბმულზე ან უარი განაცხადა იმეილის მიღებაზე. რაც იძლევა საშუალებას ადვილად განსაზღვროთ მომხარებლის სურვილები.

Hand pressing an email icon on blurred cityscape background

თანამედროვე სამყაროში იმეილ მარკეტინგის ადვილი მოხმარება ადამიანს უფრო მობილურს და დამოუკიდებელს ხდის. იმისთვის, რომ გაზარდოთ თქვენი ბრენდის ცნობადობა უსწრაფეს დროში მინიმალური ხარჯებით, მოიზიდოთ და შეინარჩუნოთ მომხმარებელი, დროა ჩართოთ იმეილ მარკეტინგი თქვენს სარეკლამო სტრატეგიაში.

 

თანამშრომელთა იმედგაცრუების 4 მთავარი მიზეზი

თარიღი October 19, 2016
კატეგორია: საინტერესო სტატიები | 4 კომენტარი

ყველა ლიდერს სურს ბედნიერი, პროდუქტიული და სათანადოდ მომზადებული პერსონალი ჰყავდეს, თუმცა ხშირად მოჩვენებითი კმაყოფილების მიღმა, იმედგაცრუებული თანამშრომლების მთელი არმია იმალება. მათი გამოვლენა და პრობლემების მოგვარება საუკეთესო კოლეგების ჩამოყალიბების უპირობო გარანტიაა.

Oxford Economics-ის ერთ–ერთმა კვლევამ აჩვენა სხვაობა თანამშრომლებისა და დამსაქმებლების მიერ სამუშაო გარემოს აღქმას შორის. გამოკითხული 600 აღმასრულებლიდან, 63%-ის აზრით, მათ კადრებს ყველა საჭირო რესურსი გააჩნიათ გონების გაფანტვის თავიდან ასარიდებლად მაშინ, როდესაც თანამშრომლების შემთხვევაში იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 41% დაფიქსირდა. ამის უმთავრეს მიზეზს, შესაძლოა, კომუნიკაციის ნაკლებობა წარმოადგენდეს, რომელიც საბოლოოდ ნეგატიურად ზემოქმედებს კომპანიის წარმატებაზე, პროდუქტიულობასა და მომსახურების დონეზე. გთავაზობთ თანამშრომელთა ფარული იმედგაცრუების ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს, რომელთა წინაშეც ყოველდიურად დგანან დამსაქმებლები:

  1. ტექნოლოგიური სიახლეების სიმცირე

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი ყოფის განუყოფელი ნაწილია, კადრების უდიდეს ნაწილს კვლავაც არ მიუწვდება ხელი უახლეს აღჭურვილობაზე. ამას ადასტურებს ივნისში, Staples-ის გამოკითხვაში მონაწილე 3,105 დასაქმებულის 89%-იც. Oxford Economics-ის კვლევის თანახმად, 39% იმედგაცრუებულიც კია არსებული ტექნოლოგიებით, რაც პირდაპირ კავშირშია მათ პროდუქტიულობასთან.

რჩევა: ნუ დაინანებთ ფინანსებს თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის, რაც თავიდან აგაცილებთ ზედმეტ სირთულეებს და თანამშრომლების კეთილგანწყობასაც მოგაპოვებინებთ. წარმოიდგინეთ თავი მათ ადგილას, თავად როგორ შეძლებთ მოძველებულ კომპიუტერთან მუშაობას?! სცადეთ ესაუბროთ უკმაყოფილების მიზეზებზე, შემდეგ კი ჩამოაყალიბოთ ტექნოლოგიური სტანდარტები და გამოყოთ ბიუჯეტი მათ განსახორციელებლად. დაუთმეთ დრო კადრების კვალიფიკაციის ამაღლებასაც.

  1. არასამუშაო გარემო ოფისში

Oxford Economic-ის კვლევის თანახმად, მხოლოდ 41%-ს გააჩნია ყველა შესაბამისი ბერკეტი გონების გაფანტვის თავიდან ასარიდებლად. თანამშრომელთა უკმაყოფილების მიზეზების გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა მათთან საუბარი არსებულ პრობლემებზე, რაც გაცილებით ამარტივებს შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის პროცესს, საბოლოო ჯამში კი დადებითად აისახება მოტივაციასა და პროდუქტიულობაზე. მაგ. ხმაურის გამო უკმაყოფილებისას, შესაძლოა, გამოსავალი ყურსასმენები იყოს. შეტყობინებების მუდმივად შემოწმებისას დაკარგული კონცენტრაციისთვის კი დააწესეთ შეზღუდვა დღის გარკვეულ მონაკვეთზე.

  1. გადატვირთული სამუშაო გრაფიკი და ზედაპირული დავალებები

პოტენციური კლიენტების სიის შედგენა, გაყიდვების ზარის განხორცილება, იდეების ჩანიშვნა… ყველა ბიზნესში მოიძებნება დავალებები, რომელსაც კადრები ნაკლებად ღირებულად მიიჩნევენ. უკმაყოფილებას კიდევ უფრო ზრდის და დავალებების სათანადოდ შესრულებას ართულებს ძირეული მიზნების არცოდნაც. მაგ. მონაცემების შეგროვების შემდეგ იშვიათად თუ ეძლევათ მათ პროცესების განვითარებაზე დაკვირვების საშუალება. მაშინ, როდესაც მენეჯერის ამპლუაში თავის წარმოდგენის შესაძლებლობაც კი მათთვის დამატებითი სტიმულია.

რჩევა: როდესაც კადრებს კლიენტთა სიის მომზადებას დაავალებთ, განუმარტეთ, რა მიზანს ემსახურება, რა ვადებში უნდა შესრულდეს და როგორ დაეხმარება ის ბიზნესს წინსვლაში. სრული სურათის წარმოდგენა ეხმარება კადრებს დაამყარონ კავშირი დავალებებს შორის, გაზარდონ პროდუქტიულობა და გაიუმჯობესონ ურთიერთობა დამსაქმებლებთან.

  1. პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის დისბალანსი

ადამიანის ცხოვრებისეული კმაყოფილება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს სამსახურში მოტივაციის დონეზე, ამიტომ შეუძლებელია მათი დამოუკიდებლად განხილვა. Oxford Economics-ის კვლევამ აჩვენა, რომ 52 პროცენტისთვის პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის ბალანსი უმნიშვნელოვანესია მაშინ, როცა ხელმძღვანელთა მხოლოდ 34% ფიქრობს, რომ მათი კადრებისთვის მნიშვნელოვანია თანაბარი წარმატება ორივე ფრონტზე.

რჩევა: დამსაქმებლის მხრიდან კადრების პირად ცხოვრებაზე ყურადღების გამახვილება მათში ნდობისა და სტაბილურობის განცდას აჩენს. ამიტომ მიეცით პერსონალს ოჯახზე თავისუფლად საუბრის საშუალება. მსგავსი ღია პოლიტიკა დაგეხმარებათ ნდობის მოპოვებაში და დასახული გეგმების სწრაფად და ხარისხიანად განხორციელებაში.

 

help-overworked

როგორ ავირჩიოთ საქმიანობის სფერო სწორად

თარიღი September 10, 2016
კატეგორია: საინტერესო სტატიები | 12 კომენტარი

კარიერის სწორად დაგეგმვა ან არჩევანის ცვლილება მნიშვნელოვანი პროცესია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ გამოცდილი პროფესიონალებისთვისაც კი. მართალია, ყველას აქვს გარკვეული წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე, თუმცა განსაკუთრებულ სირთულეს ისეთი საქმის პოვნა წარმოადგენს, რომელიც ყველაფერთან ერთად სიამოვნების მომნიჭებელიცაა.

შემდეგი ნაბიჯები ხელს უწყობს სწორი გადაწყვეტილების მიღებას როგორც სტუდენტების, ასევე ცვლილების სურვილის მქონე პროფესიონალების შემთხვევაში. იხილეთ სრულად

პროფესიები, რომლითაც სახლიდან მუშაობაა შესაძლებელი

თარიღი July 18, 2016
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on პროფესიები, რომლითაც სახლიდან მუშაობაა შესაძლებელი

 

volunteerსახლიდან მუშაობა და საკუთარი დროის სურვილისამებრ განკარგვა… კარგად ჟღერს, ხომ? განვითარებული ტექნოლოგიების წყალობით, ონლაინ კარიერის აწყობა გაცილებით გამარტივდა და „სტარტაპისთვის“ საჭირო სერიოზულ კაპიტალსაც ნაკლებად მოითხოვს. მონდომების, მიზანდასახულობის და შესაბამისი უნარების დახმარებით, შემდეგი პროფესიები კარიერის მომენტალურად, დამატებითი ძალისხმევის გარეშე დაწყების შესაძლებლობას იძლევა. იხილეთ სრულად

ის, რასაც არასდროს სთხოვს კარგი მენეჯერი პერსონალს

თარიღი July 11, 2016
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ის, რასაც არასდროს სთხოვს კარგი მენეჯერი პერსონალს

leaderმართალია, მილიონობით სტატია დაწერილა კარგი მენეჯერისთვის აუცილებელ თვისებებზე, თუმცა დღემდე გაცილებით მეტია არასწორად მართვის შემთხვევები. თითოეული მათგანი პასუხისმგებელია ზედამხედველის წინაშე, თუმცა განსხვავებულია დამოკიდებულება დაქვემდებარებულების მიმართ. რთულია იყო ძლიერი ლიდერი, რადგან რამდენიმე მიმართულებითაა საჭირო საკუთარი უტყუარობის დამტკიცება. მცდარია მოსაზრება, რომ ისინი იოლად იღებენ გადაწყვეტილებებს ახალი სამსახურის მარტივად პოვნის იმედით, თუმცა გულწრფელობა, შესაძლოა, დამღუპველიც აღმოჩნდეს. არავის აქვს გარანტირებული ახალი სამსახური ძველის დაკარგვიდან 5 წუთში, ამიტომ დიდი გამბედაობაა საჭირო მენეჯერთა მხრიდან სხვისთვის მხარდაჭერის აღმოჩენისას. ხშირად ისინი თავს არიდებენ საპირისპირო აზრის გამოთქმას ან დაქვემდებარებულებზე დაკისრებული პასუხისმგებლობის გაზიარებას. მსგავსი დამოკიდებულება განასხვავებს სწორედ ძლიერ და სუსტ ლიდერებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ორმაგადაა დასაფასებელი გაბედული მენეჯერების საქციელი, რომლებიც არასდროს აიძულებენ დაქვემდებარებულებს შემდეგი პუნქტების შესრულებას: იხილეთ სრულად

სოციალური მედია

ბოლო პოსტები


კატეგორიები


არქივი